დაბრუნება
თანხის დაბრუნებისა და გაუქმების პოლიტიკა
როდის და როგორ შეგიძლიათ დაიბრუნოთ ფასიანი მომსახურების საფასური.
ბოლო განახლება: 2026-10-12
1. როდის ბრუნდება თანხა
- მომსახურება არ გააქტიურდა ჩვენი ტექნიკური შეცდომის გამო — სრული დაბრუნება.
- თანხა ჩამოგეჭრათ ორჯერ ან შეცდომით — ზედმეტი თანხის სრული დაბრუნება.
- მოთხოვნა გაუქმებაზე შემოვიდა გადახდიდან 24 საათში და მომსახურება ჯერ არ გამოყენებულა — სრული დაბრუნება.
2. როდის არ ბრუნდება თანხა
- ციფრული მომსახურება უკვე სრულად ან ნაწილობრივ იქნა გამოყენებული (მაგ. VIP უკვე ნაჩვენები იყო).
- განცხადება ან ანგარიში დაიბლოკა წესების დარღვევის გამო.
- მომხმარებელმა თავად წაშალა განცხადება აქტიური პრომოს დროს.
3. როგორ მოვითხოვოთ დაბრუნება
- მოგვწერეთ samegreloaq@gmail.com: მიუთითეთ ანგარიშის ელფოსტა, გადახდის თარიღი, თანხა და მიზეზი.
- განაცხადს განვიხილავთ 5 სამუშაო დღეში.
4. დაბრუნების ვადა და მეთოდი
- დამტკიცებული თანხა ბრუნდება იმავე ბარათზე ან ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გადახდა, ლარში (GEL).
- ბანკში ჩარიცხვას ჩვეულებრივ სჭირდება 5–14 სამუშაო დღე, ბანკის წესების მიხედვით.
5. ტარიფის გაუქმება
- ტარიფის გაგრძელება ავტომატურად არ ხდება — ყოველი პერიოდი იხდება ცალკე.
- ტარიფი მოქმედებს გადახდილი პერიოდის ბოლომდე.

